ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის წყლების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ AP-ი იტყობინება.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების თქმით, რაკეტები  ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქიდან გაუშვეს. ისინი კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩავარდა.

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ ოფიციალურ პირებს გემებისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის მინისტრთა კაბინეტმა ცოტა ხნის წინ ახალი სამხედრო სარდლობის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა, რომელიც ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს. სარდლობა პასუხისმგებელი იქნება სტრატეგიულ ოპერაციებზე და მიზნად ისახავს გააძლიეროს ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი სამხედრო საფრთხეების შეკავება.

შეგახსენებთ, ეს იყო ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების პირველი გაშვება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.