ევროკავშირი მზად არის, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე მთლიანად უარი თქვას

ევროკავშირი ამჟამად რუსეთიდან სამჯერ ნაკლები ბუნებრივი აირის იმპორტირებას ახორციელებს, ვიდრე ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე ხდებოდა. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ტანკერი თხევადი გაზით

„ადრე ჩვენ რუსეთიდან წელიწადში 150 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ვახორციელებდით. ახლა კი 50 მლრდ-ზე ნაკლებს. ჩვენ ახლა მთელი ბუნებრივი აირის მხოლოდ 15%-ს ვიღებთ რუსეთიდან, ხოლო ადრე მისი მოცულობა 45%-ს შეადგენდა, და ეტაპობრივად მასზეც უარს ვიტყვით“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება ისე, რომ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნას. მისი თქმით, პირველი ეტაპია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეატხნემბსი მოქმედების დასრულება. სიმსონის თქმით, ევროკავშირმა ამისთვის მზადება ორი წლის წინ დაიწყო და ევროკავშირი უკრაინის გავლით მიღებული ბუნებრივი გაზის გარეშე ცხოვრებისთვის მზად არის.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის გაზის საცავები 19 აგვისტოსთვის უკვე 90%-ით იყო შევსებული, რაც კანონით დადგენილ ვადაზე, ანუ 1-ელ ნოემბერზე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.

ცნობისთვის, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტს 2025 წლის 1-ელ იანვარს შეწყვეტს. 27 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი „ნაფტოგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

ამჟამად ევროკავშირი გაზის 30%-ს ნორვეგიიდან იღებს, ხოლო 19%-ს მას აშშ თხევადი გაზის სახით აწვდის. თუმცა ევროპაში დღემდე ტანკერებით რუსული თხევადი აირიც შედის. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ის რუსულ გაზზე საბოლოოდ უარს 2027 წლისთვის იტყვის.