მასკი თვლის, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემა არის ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემა არის მესამე მსოფლიო ომისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ილონ მასკი

„ისეთი განცდაა, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დიდი ხანია დაიწყო, ხოლო ჩვენ უბრალოდ ამის შესახებ არაფერს გვეუბნებიან“, – დაწერა X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც გამოეხმაურა ბრიტანული გაზეთის The Guaridan-ის სტატიას იმის შესახებ, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას Storm Shadow რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნება დართოს.

ამ კომენტარზე მასკმა მომხმარებელს მიუგო, რომ „ეს, უსათუოდ არის ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომისკენ“.