ზელენსკი: რუსებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა დაიწყეს, რაც ჩვენი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს. ამის შესახებ მან კიევში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი

სახელმწიფოს მეთაურს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს და გარკვეულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა შეძლეს.

„რუსებმა კონტრშეტევითი მოქმედებები დაიწყეს, ეს ჩვენი უკრაინული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს ბელარუსში, უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დაგროვების შესახებ.

„ჩვენ ეს ვნახეთ დიდი ხნის წინ. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ჯარებს უბრძანა, 1-ელ ოქტომბრამდე კურსკის ოლქი დაიბრუნონ. 11 სექტემბერს რუსულმა ჯარებმა უკრაინის დასავლეთ კიდეზე კონტრშეტევა წამოიწყეს.

ამავდროულად, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ რუსებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევები დაიწყეს. ამ დროისთვის რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ მტერმა ჟურავლის აღმოსავლეთით (კორენევოს ჩრდილო-აღმოსავლეთით) უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაიბრუნა.