„ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხის მიხედვით, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრად გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი და აშშ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, რომ ისინი რუსეთთან ომში ჩაებმებიან, თუ უკრაინას მისცემენ უფლებას გამოიყენოს შორი მანძილის რაკეტები მის ქვეყანაში სამიზნეებზე დასარტყმელად.

რუსეთის პრეზიდენტი

როგორც The Times-ი წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს თეთრ სახლში მოლაპარაკებებს გამართავენ რათა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარტყას უკრაინამ რუსეთს Storm Shadow რაკეტებით. მოსალოდნელია, რომ ისინი ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, ვინაიდან რუსეთმა ირანისგან 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა იყიდა, რასაც დასავლეთში „მნიშვნელოვანი ესკალაცია“ უწოდეს.

პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ხუთშაბათს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას„, აიძულებს მოსკოვს უპასუხოს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხის მიხედვით, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა მან.