განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები – “…იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ”

2024 წლის 12 სექ­ტემ­ბერს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს “აგენ­ტე­ბის კა­ნონ­ზე“ ისა­უბ­რეს.

განხილვა სენატში: ეკა გიგაურის მოხსენება და სენატორების უმწვავესი შეფასებები - "...იმის გათვალისწინებით, თუ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს, დაუჯერებელია, რომ ამ გზას გაჰყვნენ"

მოს­მე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით, “არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნე­ბი და დე­მოკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის სხვა ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი“, თბი­ლი­სის დრო­ით 18:30 სა­ათ­ზე და­ი­წყო.

ჰონგ-კონ­გში, ჩი­ნეთ­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბილ კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, სე­ნატ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რეს.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მომხსე­ნე­ბე­ლი იყო “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი.

რო­გორც მან თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­აგ­რძე­ლა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­სურ­ნე “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ად“ წარ­მო­ა­ჩენს.

  • “თუ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და­მარ­ცხდე­ბა და ქვე­ყა­ნა კვლავ რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე მო­ექ­ცე­ვა…”

გი­გა­უ­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღიად ან­ტი­ა­მე­რი­კულ რელ­სებ­ზე გა­და­ვი­და და და­სავ­ლეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

“მე ეკა გი­გა­უ­რი ვარ, ვხელ­მძღვა­ნე­ლობ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს“, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის თე­მებ­ზე მუ­შა­ობს. მო­გიყ­ვე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბილ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემი, რო­გორც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო თავ­დას­ხმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შემ­ზღუ­და­ვი კა­ნო­ნე­ბის შე­მო­ღე­ბის ტენ­დენ­ცია სა­გან­გა­შოა. პირ­ვე­ლად ეს კა­ნო­ნე­ბი რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის რე­ჟიმ­მა და­ნერ­გა, რა­საც შე­დე­გად კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტია მოჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყ­ნებ­ში, ამ ტი­პის კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბას­თან ერ­თად, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იწყე­ბენ მოქ­მე­დე­ბას – ერ­თდრო­უ­ლად რუ­სულ ან­ტი­და­სავ­ლურ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას აძ­ლი­ე­რე­ბენ, თან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხლე­ჩენ და ძირს უთხრი­ან აშშ-სთან და ევ­რო­კავ­შირ­თან პარტნი­ო­რო­ბას.

ამ ბრძო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად კი ორი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტია აუ­ცი­ლე­ბე­ლი:

აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მელ­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი­ცაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მზა­ო­ბა მის და­სა­ცა­ვად; და მე­ო­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მძლავ­რი მხარ­და­ჭე­რა აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ეს ნიშ­ნავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი უნდა სა­უბ­რობ­დეს და მოქ­მე­დებ­დეს მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტით, მტკი­ცედ და და­მა­ჯე­რებ­ლად. სამი ათე­უ­ლი წე­ლია, ზუს­ტად ასეთ პარტნი­ო­რად იქცა ჩვენ­თვის ამე­რი­კა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბო­და.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე, ამე­რი­კამ უნდა გა­ა­კე­თოს. არა და არა! სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ნაც­ვლად, თა­ვი­სუფ­ლე­ბას კი ვე­რა­ვინ, ყვე­ლა­ზე დიდი მო­კავ­ში­რეც, ვერ მო­გა­ნი­ჭებს. ხალ­ხმა, ვის­თვი­საც ამე­რი­კა ყო­ველ­თვის იყო შთა­გო­ნე­ბის წყა­რო, ზუს­ტად იცის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ ბრძო­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი!

იქ, სა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ძლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი არ­სე­ბო­ბენ, ხოლო ამე­რი­კას­თან პარტნი­ო­რო­ბას რუ­სე­თის მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი უქ­მნი­ან საფრ­თხეს – რა­საც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­დევ­ნებთ თვალს – მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი მხარ­და­ჭე­რა შე­საძ­ლოა გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში “რუ­სულ კა­ნონს“ სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა. თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მა­ინც გა­ნაგ­რძო წი­თე­ლი ხა­ზე­ბის გა­დაკ­ვე­თა რუ­სუ­ლი ყა­ი­დის მმარ­თვე­ლო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად. ამი­ტომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ფე­რენ­დუ­მია! მკა­ფიო არ­ჩე­ვა­ნი დე­მოკ­რა­ტი­ულ, წარ­მა­ტე­ბულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ჭა­ობ­ში ჩარ­ჩე­ნილ რუ­სე­თის სა­ტე­ლი­ტად გახ­დო­მას შო­რის.

თუ ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და­მარ­ცხდე­ბა და ქვე­ყა­ნა კვლავ რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე მო­ექ­ცე­ვა, ეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შან­სებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ სა­მე­ზობ­ლო­საც გა­უქ­რობს. გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ეს ასე ითარ­გმნე­ბა, რუ­სე­თი კვლა­ვაც უკა­ნა ეზოდ მოგ­ვნიშ­ნავს და თა­ვის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში მოგ­ვაქ­ცევს.

რუ­სეთ­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი მიზ­ნე­ბი მარ­ტი­ვია: კრი­ტი­კუ­ლი ხმე­ბის ჩახ­შო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სივ­რცის ჩა­კეტ­ვა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის გაქ­რო­ბა. ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის­თვის კი კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ცრუ ფა­სა­დით შე­ნიღ­ბუ­ლი ანტი-არა­სამ­თავ­რო­ბო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ია­რა­ღია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს პრო­ცე­სი სამ ეტა­პად წა­რი­მარ­თა:

პირ­ვე­ლი ფაზა: რეპ­რე­სი­ე­ბის და­სა­კა­ნო­ნებ­ლად ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბა

ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, აშშ-ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მა­სი­უ­რი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ით და­ი­წყო. სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც გავ­ხდით მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან სი­ტყვი­ე­რი თავ­დას­ხმე­ბი­სა და და­ში­ნე­ბის სა­მიზ­ნე.

მე­ო­რე ფაზა: კა­ნო­ნის მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად – სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბის, ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის მკა­ფიო გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ნო­ნი მა­ინც მი­ი­ღეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბით გა­აგ­რძე­ლა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნია, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­სურ­ნე “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ად“ წარ­მო­ა­ჩენს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ღიად ან­ტი­ა­მე­რი­კულ რელ­სებ­ზე გა­და­ვი­და და და­სავ­ლეთ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

მე­სა­მე ფაზა: რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა

ახლა, ამ სა­უბ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის მე­სა­მე ფა­ზაა და­წყე­ბუ­ლი. კა­ნო­ნის რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი მო­ი­ცავს:

ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის­თვის “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ იარ­ლი­ყის მი­წე­ბე­ბას. ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს ტერ­მი­ნი და­მამ­ცი­რე­ბე­ლია და საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ებ­თა­ნაა ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

მძი­მე ფუ­ლა­დი ჯა­რი­მე­ბის და­წე­სე­ბას და ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბას მათ­თვის, ვინც უარს ამ­ბობს “აგენ­ტად“ და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე ან არ მი­აწ­ვდის მო­თხოვ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პი­რა­დი ხა­სი­ა­თის მგრძნო­ბი­ა­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვას, რა­ზეც უარი ასე­ვე ჯა­რი­მებს ან აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას იწ­ვევს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლია, მაგ­რამ მე აქ თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის არ მოვ­სულ­ვარ. ახლა გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში ვართ ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად. უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებთ!

ამ ბრძო­ლა­ში ჩვენ მარ­ტო არ ვართ. ქარ­თველ ხალ­ხს ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბი უჭე­რენ მხარს; მკა­ფიო გზავ­ნი­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბი­ან ქარ­თველ ავ­ტოკ­რა­ტებს; ამ­ხნე­ვე­ბენ მათ, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ას იცავს; ასან­ქცი­რე­ბენ მათ, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ას აზი­ა­ნებს; “მე­გო­ბა­რი აქ­ტი­სა“ და “ქარ­თვე­ლი ხალ­ხის აქ­ტის“ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მო­დი­ან. ამ მხარ­და­ჭე­რას გუ­ლი­თა­დად აფა­სებს თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზე­ნა­ე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და ჩაგ­ვრა მი­უ­ღე­ბე­ლია.

ქარ­თვე­ლე­ბი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მარ­ტი­ვად არ მო­დის და მას მო­პო­ვე­ბა სჭირ­დე­ბა – მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია ასე­თი ბრძო­ლის და თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თე­ბი­თაა სავ­სე. ამე­რი­კი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩვენ ერთხელ უკვე ავა­შე­ნეთ მსოფ­ლი­ოს ამ ნა­წილ­ში გან­ვი­თა­რე­ბა­დი დე­მოკ­რა­ტია და მჯე­რა, რომ თქვე­ნი თა­ნად­გო­მით, ახ­ლაც გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად!

მო­ხა­რუ­ლი ვარ, ვუ­პა­სუ­ხო თქვენს კი­თხვებს, მათ შო­რის იმა­ზე, თუ რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გავ­ხა­დოთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სად­მი ამე­რი­კის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო ეფექ­ტუ­რი,“ – გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა მოს­მე­ნა­ზე.

  • “ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში”

“გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის“ კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს – და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ გზას გაყვნენ”, – გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ბენ კარ­დინ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ქვეყ­ნე­ბი სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მებს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ.

“უკა­ნას­კნელ წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვხე­დავთ, რომ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უფრო მე­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ თა­ვი­სუფ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, მი­მარ­თა­ვენ ასეთ კა­ნო­ნებს, რო­გორც რეპ­რე­სი­ე­ბის ინ­სტრუ­მენტს. ძა­ლი­ან შე­საშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ დე­მოკ­რა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ინ­დო­ე­თამ­დე, თურ­ქე­თადმდე თა­ვი­ანთ სა­მარ­თლებ­რივ სის­ტე­მებს იყე­ნე­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ბევ­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, მაგ­რამ ამ აპ­რილ­ში მა­სობ­რი­ვი ქუ­ჩის პრო­ტეს­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთავ­რო­ბამ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის რე­გის­ტრა­ცი­ის” კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ამ შე­მოდ­გო­მა­ზე შე­დის.

გა­სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა გა­უ­კე­თა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს – და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ამ გზას გაყ­ვე­ბოდ­ნენ. ეს [კა­ნო­ნი] სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მთავ­რო­ბას სა­მიზ­ნე­ში ამო­ი­ღოს არა­კო­მერ­ცი­უ­ლი [ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი] და აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთავ­რო­ბას­თან თან­ხვედ­რა­ში არ­მყო­ფი ხმე­ბის და­ში­ნე­ბის და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ხურ­ვის იძუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბაა.

მმარ­თველ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ა­ში კა­ნო­ნის სპონ­სო­რე­ბი ძა­ლი­ან ნათ­ლად ამ­ბობ­დნენ თა­ვი­ანთ ზრახ­ვებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თუ რო­მელ აქ­ტო­რებს მი­იჩ­ნევ­დნენ მტრე­ბად.

კონ­გრესს და კონ­კრე­ტუ­ლად ამ კო­მი­ტეტს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, რომ გა­ბე­დუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას, რათა პირ­და­პირ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ კა­ნო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და მხა­რი და­უ­ჭი­როს მა­მაც აქ­ტი­ვის­ტებს, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის ერ­თგულ­ნი არი­ან”, – გა­ნა­ცხა­და კარ­დინ­მა.

  • “ქარ­თველ ხალ­ხს ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­როს და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს მო­მა­ვა­ლი…”

“ქარ­თველ ხალ­ხს ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­როს და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოს მო­მა­ვა­ლი თუ სი­მარ­თლეა, რა­საც ამ­ბობთ ქარ­თველ ხალ­ხზე და მათ სურ­ვი­ლებ­ზე, მა­შინ მათ ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­რონ და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღონ მო­მა­ვა­ლი”, – ეს კი სე­ნა­ტორ­მა ჯიმ რიშ­მა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მი­მარ­თა “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნელს, ეკა გი­გა­ურს.

სე­ნა­ტო­რის თქმით, არ ეს­მის რა­ტომ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა ადა­მი­ა­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მელ­თაც სურთ “კო­მუ­ნის­ტურ, სო­ცი­ა­ლის­ტურ ცხოვ­რე­ბის წეს­ში დაბ­რუ­ნე­ბა“.

მან მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც სე­ნა­ტო­რის თქმით, მათ რუ­სეთ­თან საქ­მის და­ჭე­რა არ უნ­დათ, არა­ნა­ი­რი ფორ­მით.

ამას­თან­ვე, სე­ნა­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან.

” 2012 წლი­დან შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დით და არ გვეს­მო­და. ვხე­დავთ უკუს­ვლას, რე­ა­ლუ­რად, არ გვეს­მის. თქვე­ნი ქვე­ყა­ნა 4 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე ნაკ­ლე­ბია, ისე ჩანს, თით­ქოს, მი­ნი­მუმ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოძ­რა­ო­ბაა, რო­მე­ლიც წარ­სულ რუ­სულ მმარ­თვე­ლო­ბას და რუ­სულ რეპ­რე­სი­ებს ადი­დებს. უბ­რა­ლოდ არ გვეს­მის ეს. თქვენ მი­ი­ღეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის­გან და რა­ტომ უნდა მი­ე­ქა­ნე­ბო­დეს ქვე­ყა­ნა უკან? ვუ­ყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს და ბალ­ტი­ის სამ ქვე­ყა­ნას, ვა­და­რებთ. ეს პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბია. გე­ტყვით – ეს ხალ­ხი ხში­რად მო­დის ჩვენ­თან, ერ­თი­ა­ნე­ბი არი­ან, მყა­რად არი­ან, არ ეში­ნი­ათ, სურთ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რუ­სეთ­თან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი საქ­მე არ უნ­დათ, რომ ჰქონ­დეთ, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით.

და მა­ინც, არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც შეჭ­რით “ეწ­ვია” რუ­სე­თი, აიღო მისი ორი ტე­რი­ტო­რია, პი­რო­ბა დადო, რომ წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ჯე­რაც აგ­რძე­ლებს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. იმას ვამ­ბობ, რომ შეშ­ლი­ლე­ბის ჯგუ­ფი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტომ უნდა იყოს ხალ­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რომ­ლებ­საც, რო­გორც ჩანს, უკან კო­მუ­ნის­ტურ, სო­ცი­ა­ლის­ტურ ცხოვ­რე­ბის წეს­ში სურს დაბ­რუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთს ჰქონ­და.

გე­ტყვით, რომ მო­მა­ვალ თვე­ში არ­ჩევ­ნებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით.

თუ სი­მარ­თლეა ქარ­თველ ხალ­ხზე და მათ სურ­ვი­ლებ­ზე რა­საც ამ­ბობთ, მა­შინ მათ ოქ­ტომ­ბერ­ში შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ თაღ­ლი­თე­ბი მო­ა­შო­რონ და სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღონ მო­მა­ვა­ლი”, – გა­ნა­ცხა­და რიშ­მა.

  • “ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც კო­ბა­ხი­ძეს ჩვენ­თან ჰქონ­და იყო ის, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა…”

“ფაქ­ტი, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა მზად არის აშშ-სთან პარტნი­ო­რო­ბის 30-ზე მეტი წელი მო­ის­რო­ლოს, რათა რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რი გა­აგ­რძე­ლოს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­გე­ბია”, – გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ჯინ ჰა­შინ­მა (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე .

მან გა­იხ­სე­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა, სა­დაც მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა იყო, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. შა­ჰი­ნის თქმით, ეს­მის, პრე­მი­ერ-მი­ნისტს აქვს შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ “ოთახ­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ იყო და ყვე­ლამ გა­ი­გო“.

“შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც [სა­ქარ­თვე­ლოს] პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გვქონ­და, აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბოლო დრო­ის რეგ­რე­სის სა­კი­თხი წა­მოვ­წი­ეთ, რა­ზეც “უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის” კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ იმოქ­მე­და. მო­ვუ­წო­დეთ მას, რომ და­ფიქ­რდეს გზებ­ზე, რი­თაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ხილ­ვა შეგ­ვეძ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც თან­ხმედ­რა­ში იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბებ­თან და უზ­რუნ­ველ­ყოფს თა­ვი­სუ­ფალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს.

ნამ­დვი­ლად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ, ვი­ნა­ი­დან, ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც მას ჩვენ­თან ჰქონ­და იყო ის, რომ აშშ-ს შე­ე­წყვე­ტა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც კონ­გრეს­მენ­მა ტერ­ნერ­მა ახ­სნა – დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ჩვენ ყვე­ლა ვა­ღი­ა­რებთ, რომ შე­გიძ­ლია, კრი­ტი­კუ­ლი იყო თუ პო­ლი­ტი­კას არ ეთან­ხმე­ბი.

მეს­მის, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს აქვს ამ შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვა, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი ოთახ­ში, ყვე­ლამ გა­ვი­გეთ რა თქვა და მე­ტად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტია მო­მა­ვალ­ში არ აღი­ა­რებს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, რომ­ლე­ბიც მათ არ ეთან­ხმე­ბი­ან.

ასე რომ, რო­გორც სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა თქვა, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რი 30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, მხარს უჭერ­და მის დე­მოკ­რა­ტი­ას, თვით­გა­მორ­კვე­ვას, უსაფრ­თხო­ე­ბას და ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბო­და. ის ფაქ­ტი, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა მზად არის ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­რო­ლოს, რათა რუ­სე­თის სამ­სა­ხუ­რი გა­აგ­რძე­ლოს, ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­გე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20% ჯერ კი­დევ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ”, – გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა.