რუსეთმა ექვსი ბრიტანელი დიპლომატი ჯაშუშობაში დაადანაშაულა და აკრედიტაცია გაუუქმა

რუსეთმა ბრიტანეთის საელჩოს ექვს თანამშრომელს აკრედიტაცია გაუუქმა და დივერსიულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

ექვსი ბრიტანელი დიპლომატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი კოორდინაციას უწევს პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის ესკალაციას და დავალებული აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სტრატეგიული დამარცხების უზრუნველყოფა.

„რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, ისევე როგორც ლონდონის არაერთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაინტერესებულ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ბრიტანეთის პოლიტიკური დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს შეუწყვიტა აკრედიტაცია. მათ ქმედებებში გამოვლინდა სადაზვერვო და დივერსიული მუშაობის ნიშნები“, – აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში.