გიორგი ვაშაძე – ჩვენი დათვლებით, „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს – ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ 30%-იან ნიშნულს გადავაჭარბოთ

„ქართული ოცნება“ მარცხდება და ქართველი ხალხი იმარჯვებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი დათვლებით „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს. მეტს ვერ აიღებს, რადგან ამ ანტიქართულ დაჯგუფებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი განწყობა არის მკვეთრად ნეგატიური, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძე - ჩვენი დათვლებით, „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს - ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ 30%-იან ნიშნულს გადავაჭარბოთ

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სიღატაკეს და იზოლაციას ხმას არავინ მისცემს.

„ცალსახად, „ქართული ოცნება“ მარცხდება და ქართველი ხალხი იმარჯვებს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი დათვლებით „ქართული ოცნება“ 20-24%-ს აიღებს. მეტს ვერ აიღებს, რადგან ამ ანტიქართულ დაჯგუფებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი განწყობა არის მკვეთრად ნეგატიური. დარწმუნებული ვარ, რომ სიღატაკეს და იზოლაციას ხმას არავინ მისცემს. ამიტომაც იქცევიან ძალიან აგონიურად, ტყუილს ტყუილზე იგონებენ, ვერ აყალიბებენ კამპანიას, რადგან მათი ტყუილები 1 საათში კვდება. საზოგადოებამ უკვე ისწავლა მათი ხელწერა. ვფიქრობ, რომ ახლა თავის მართლების რეჟიმში გადავიყვანეთ, რადგან მათ ნამდვილად აქვთ კითხვაზე პასუხი გასაცემი, თუ რატომ ბლოკავენ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს მიღებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისვე შეფასებით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას“ შანსი აქვს არჩევნებზე 30%-ზე მეტი აიღოს.

მისი თქმით, აპირებენ შექმნან კოალიციური მთავრობა ყველა ოპოზიციურ ძალასთან.

„რაც შეეხება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ის იზრდება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა შანსი გვაქვს, რომ 30%-იან ნიშნულს გადავაჭარბოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ 1-ელ ადგილზე გავიდეთ. კოალიციის შექმნას ვაპირებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას პარტია არ აპირებს არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციური მთავრობის შექმნას, ვაშაძე პასუხობს რომ ის, ვინც კოალიციურ მთავრობას არ შექმნის და არჩევნებამდე ამ პოზიციაზე დარჩება, ის მხარდაჭერას დაკარგავს.

„ოპოზიციის პოზიციონირება არავის წაადგება. დანარჩენი მათი გადასაწყვეტია. ვინც დაადგება გზას, რომ არავისთან თანამონაწილეობს არ აპირებს, ის უფრო ნაკლებ ხმას აიღებს. შესაბამისად, ეს მხარდაჭერა წავა იქ, ვინც მზად არის კოალიციური თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, ის მზად არის დაასახელოს იმ ფონდების სახელწოდება, საიდანაც 14 მილიარდ ევროს მობილიზებას შეძლებენ, თუკი ირაკლი კობახიძე დათანხმდება სატელევიზიო დებატებს.

„მე ძალიან კონკრეტული შეთავაზება გავაკეთე „ქართული ოცნებისთვის“, რომ მზად ვარ ნებისმიერ არხზე დავსხდეთ და ყველა ამ ფონდის სახელწოდებას საჯაროდ გავაცნობ საზოგადოებას. შემდეგ, პირდაპირ ეთერში მიპასუხოს ირაკლი კობახიძემ არის თუ არა ეს ფონდები, საიდანაც საქართველოს შეუძლია 14 მილიარდზე მეტი მოიზიდოს.

ველოდები ირაკლი კობახიძის პასუხს. თუ ირაკლი კობახიძე დაემალება დებატებს ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან, რომ ბლოკავენ საქართველოსთვის 14 მილიარდის მიღებას. ჩვენ აუცილებლად გაგაცნობთ ამ ფონდებს“, – განაცხადა ვაშაძემ.