ჯო ბაიდენი: ცხადია, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს

ცხადია, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრაზე.

ჯო ბაიდენი

„პირველ რიგში, რაც შეეხება უკრაინას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაერთიანებული სამეფოს ლიდერობისთვის ამ ფრონტზე. აშშ მზად არის დადგეს თქვენთან ერთად, რათა დაეხმაროს უკრაინას მაშინ, როდესაც ის იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. ცხადია, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ამ ომში. უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა კირ სტარმერს.