POLITICO: ზელენსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ცუდია უკრაინისთვის

დმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რადგან ის აღიზიანებდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრიი ერმაკს, რომელსაც სურდა სამინისტროზე მეტი კონტროლის დამყარება, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO წყაროებზე დაყრდნობით სტატიაში სათაურით ზელენსკის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ცუდია უკრაინისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„კულებას თანამდებობიდან გათავისუფლება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ დევნის ზელენსკის წრე იმ ადამიანებს, რომლებიც არ შედიან მათ წრეში და რომლებსაც სურთ კითხვების დასმა“, – წერს გამოცემა.

POLITICO ადარებს კულებას გადაყენებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებას, რომელიც „დაუპირისპირდა ზელენსკის სამხედრო სტრატეგიისა და ფართო მობილიზაციის საჭიროების გამო“ და ასევე აშფოთებდა პრეზიდენტის ოფისს „ნდობის მაღალი რეიტინგის“ გამო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კულება და ზაუჟნი აღფრთოვანებას იწვევდნენ დასავლელ პარტნიორებში და მათ წასვლამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.