(პუტინის რეაქციის გამო) ვაშინგტონმა და ლონდონმა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების საკითხის გადაწყვეტა გადადეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერმა, რომლებიც ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ, უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურეს, მაგრამ დასავლური იარაღით რუსეთზე შეტევების ნებართვა არ მისცეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

აშშ-ის პრეზიდენტის და ბრიტანეთსი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა

ბაიდენის და სტარმერის შეხვედრა 13 სექტემბერს შედგა, როდესაც ევროპაში უკვე ღამე იყო. მიუხედავად იმასა, რომ ლიდერებმა უკრაინის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმების უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ბოლო დროს ბევრი საუბარი მიდიოდა.

ბაიდენმა და სტარმერმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების და ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ასევე ორი ქვეყნის ლიდერმა ისრაელის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

11 სექტემბერს გაზეთმა The Guardian-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ლონდონმა უკრაინას რუსეთზე ბრიტანული იარაღით, კერძოდ ფრთოსანი რაკეტით Storm Shadow დარტყმების უფლება მისცა. აშშ-ს კი უკრაინისთვის ასეთივე ნებართვა არ მიუცია. გამოცემის ცნობით, სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად ჩავიდნენ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენება იქნება იმის სიგნალი, რომ ნატო ამ ომში პირდაპირ ჩაერთო. ამ შემთხვევაში უკრაინაში „კონფლიქტის შინაარსი შეიცვლება“ და რუსეთი გადაწყვეტილებებს „არსებული საფრთხეების მიხედვით მიიღებს“.