დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვება – დიმიტრი პესკოვი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის სავარაუდო უკრაინულმა კავშირმა აჩვენა, რომ „ცეცხლთან თამაშს“ შედეგები მოჰყვება, – ასე გამოეხმაურა კრემლი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას.

MOSCOW, RUSSIA - DECEMBER 17, 2020: Russia's Presidential Spokesman Dmitry Peskov looks on during the 16th annual end-of-year news conference by Russia's President Vladimir Putin at the World Trade Centre. Sergei Bobylev/TASS

Россия. Москва. Пресс-секретарь президента РФ Дмитрий Песков во время большой ежегодной пресс-конференции президента РФ Владимира Путина в Центре международной торговли на Красной Пресне. Сергей Бобылев/ТАСС

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ინფორმაციას, რომელიც მოდის შეერთებული შტატებიდან და ვხედავთ, რამდენად დაძაბულია სიტუაცია, მათ შორის პოლიტიკურ კონკურენტებს შორის. პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება და სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვართ და ჩავერევით აშშ-ის არჩევნებში“,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.