სოხუმში ჟურნალისტს და სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ

სოხუმში აფხაზ ჟურნალისტს დევიდ გობეჩიას და მოძრაობა „ხარახ პიცუნდა“-ს აქტივისტს ლია აგრბას თავს დაესხნენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

პოლიციის მანქანა სოხუმში

ოთხმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა მათ წინააღმდეგ გაზის ბალონები გამოიყენეს. თავდაპირველად ისინი დააბრმავეს, ხოლო შემდეგ გობეჩიას სცემეს, აგრბას კი ჩანთა წაართვეს. ამას თავდამსხმელები ვიდეოკამერით იღებდნენ. ამჟამად დაშავებულები თვალის კლინიკაში იმყოფებიან.

როგორც დევიდ გობეჩიამ განაცხადა, მას რამდენიმე დღეა უთვალთვალებენ. სოხუმის დე ფაქტო შს სამინისტროს საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გობეჩიასა და და აგრბაზე თავდასხმის ფაქტის შემოწმება მიმდინარეობს.