აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ პირობა დადო, რომ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ რესურსს დონალდ ტრამპის მკვლელობის სავარაუდო მცდელობის გამოძიებისთვის.
„გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აგრძელებს გამოძიებას და ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდ არის.
იუსტიციის მთელი დეპარტამენტი – მათ შორის FBI, აშშ-ს პროკურატურა ფლორიდის სამხრეთ ოლქში და ეროვნული უსაფრთხოების განყოფილება – მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს სამართალდამცველ პარტნიორებთან ადგილზე.
ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში“, – აღნიშნა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.