ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუმინეთის ბუზაუს პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ crisis24.garda.com იუწყება.

მიწისძვრა

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბრაშოვიდან 57 კმ-ში მდებარეობდა. ბიძგები მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ რუმინეთში იგრძნობოდა. ასევე მიწისძვრა იგრძნობოდა მოლდოვაში, უკრაინის დასავლეთ ნაწილში და ბულგარეთში. მსხვერპლის და სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ხელისუფლება იუწყება, რომ მომდევნო დღეებში ე.წ. „აფთერშოკებია“ მოსალოდნელი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზარალის და დაზიანებების შესასწავლად, შესაძლოა, ეპიცენტრის სიახლოვეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დროებით დაიხუროს.

ცნობისთვის, ამ დღეებში რუმინეთი ძლიერი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა.