“EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე”- ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.

ქართული ოცნების მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს.