ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ The Hill-ი იტყობინება.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

ბაიდენსა და ტრამპს შორის საუბარი ფლორიდაში ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობის შემდეგ გაიმართა.

როგორც გამოცემამ აღნიშნა, ტრამპმა ამ საუბარს „ძალიან სასიამოვნო“ უწოდა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი. ის შეეხებოდა საიდუმლო სამსახურისგან დაცვას“, – განაცხადა ტრამპმა.

ბაიდენისა და ტრამპის საუბარს თეთრ სახლში „გულწრფელი“ უწოდეს.

„თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენი დამშვიდდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ტრამპი უსაფრთხოდ არის“, – წერს გამოცემა.