კომპანია META-მ რუსეთის სახელმწიფო მედიაქსელები საკუთარ პლატფორმებზე, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე, გლობალური მასშტაბით დაბლოკა.
შეზღუდვა შეეხო RT-სა და „Россия сегодня“-ს. META განმარტავს, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები, მათი აზრით, მოსკოვის ინტერესების გატარების მიზნით, ონლაინ-პლატფორმებზე გავლენის ოპერაციებს ატარებდნენ და ამისთვის დეზინფორმაციას იყენებდნენ.
არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღის განმავლობაში შევა.