მიანმარში, ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ტაიფუნმა „იაგიმ“ გამოიწვია.
მედიის ცნობით, ათობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
მიანმარის საინფორმაციო სააგენტოს (MNA) ცნობით, წყალდიდობამ სამოქალაქო ომით განადგურებულ ქვეყანაში 450-ზე მეტი სოფელი დააზიანა.
MNA-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს 89 დაკარგული ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. ასევე, განადგურდა დაახლოებით 65 000 სახლი.