აშშ-ის ექსპრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან და ჩინეთთან კარგი ურთიერთობა ექნება. ამის შესახებ ტრამპმა პლატფორმა X-ზე ბლოგერ ფარუკ სარმადთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი, არიან თუ არა ისინი მტრები. ვფიქრობ, ჩინეთთან და რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, რუსეთ-უკრაინის ომი „რაც შეიძლება მალე“ დასრულდეს და გამოთქვა სურვილი, რომ „ეს სიტუაცია რუსეთმა მოაგვაროს“.