ვიაჩესლავ ვოლოდინი: ბაიდენს, შოლცს და მაკრონს კონფლიქტის პროვოცირება შეუძლიათ

„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, რომელიც შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანს, ეს თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, – ამის შესახებ რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ვიაჩესლავ ვოლოდინი

„ბაიდენი, რომელიც უკვე გამოეთიშა საარჩევნო რბოლას…. შოლცი, რომელმაც პრაქტიკულად ყველგან წააგო არჩევნები და მისი, როგორც პოლიტიკოსის მომავალი ნულოვანია, ასევე, მაკრონი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეებიც კი არ უჭერენ მხარს…

„ბაიდენი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა, შოლცმა პრაქტიკულად ყველგან წააგო და მისი როგორც პოლიტიკოსის მომავალი ნულოვანია, ემანუელ მაკრონს საფრანგეთის მოქალაქეებიც კი არ უჭერენ მხარს… დღეს ამ ხალხს შეუძლია კონფლიქტის პროვოცირება, რამაც შესაძლოა შეუქცევად შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – აცხადებს ვოლოდინი.

ვოლოდინმა აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა , რომელიც ყველაფერს აკეთებს ბირთვული კატასტროფის შესაჩერებლად.