“ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება” – სააკაშვილი

ივა­ნიშ­ვი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რაც მას არ გა­მო­უ­ვა – აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის გეგ­მა გვაქვს. აღე­ბუ­ლი გვაქვს ცალ­მხრი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, 2010 წელს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს გა­მო­ი­ყე­ნებს ძა­ლას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, ვა­პი­რებთ ამის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით კე­თე­ბას,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და.

"ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება" - სააკაშვილი

  • სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო დღეს ამე­რი­კას ცივ ომს უცხა­დებს.

“ამე­რი­კას პრაქ­ტი­კუ­ლად ცივ ომს ვუ­ცხა­დებთ. ამე­რი­კას ვე­მუქ­რე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვით, ისეთ კა­ტას­ტრო­ფა­ში ვყოფთ თავს… ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეა დარ­ბაზ­ში და კარ­გად იცის, რა ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყო­ბას, ამ დახ­მა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბას. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს ახ­სე­ნებ­და რო­გორც მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას. სად წა­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი? თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა ჭორ­ვი­ლელ­მა დიქ­ტა­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი სა­ბო­ლო­ოდ ამოს­ვა­რა ტა­ლახ­ში. გეგ­მა გვაქვს აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის (ცხინ­ვალ­ზე აღარ ვამ­ბობ, ის ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია).

აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბის გეგ­მა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი: უნდა ავა­შე­ნოთ ლა­ზი­კის პორ­ტი, სა­დაც სას­ტუმ­რო­ე­ბია აშე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ა­პარ­ტა­ხეს. ლა­ზი­კის პორ­ტში აფხა­ზე­თი­დან ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, სო­ხუ­მე­ლე­ბი იყ­ვნენ, იქი­დან და­დი­ოდ­ნენ სამ­სა­ხურ­ში. ლა­ზი­კა იქ­ნე­ბა მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი, მოხ­დე­ბა სო­ხუ­მის ბა­თუ­მი­ზა­ცია და ევ­რო­კავ­ში­რის პას­პორ­ტე­ბით შე­ვალთ აფხა­ზებ­თან. აღე­ბუ­ლი გვაქვს ცალ­მხრი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჩემ მიერ, 2010 წელს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს გა­მო­ი­ყე­ნებს ძა­ლას ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად. ვა­პი­რებთ ამის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზე­ბით კე­თე­ბას. ვა­პი­რებთ, რომ არე­უ­ლო­ბე­ბი არ და­ვუშ­ვათ. ივა­ნიშ­ვი­ლი ემ­ზა­დე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბის­თვის, რაც მას არ გა­მო­უ­ვა“, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.