პუტინმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის შეიტანა ხელშეკრულება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის შეიტანა ხელშეკრულება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“. ამის თაობაზე Lenta.ru იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„შეტანილია სარატიფიკაციოდ ხელშეკრულება რუსეთში ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს იყო ხელმოწერილი, ხელშეკრულების მიზანია სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება“, – წერია განმარტებით ბარათში.

მანამდე ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არის რუსეთის ფედერაცია.