ილონ მასკის სოციალური ქსელი ბრაზილიაში 920 000 დოლარით დააჯარიმეს

სოციალური ქსელი X, რომელიც ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ეკუთვნის, ბრაზილიაში 920 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ იმის გამო მიიღო, რომ ქვეყანაში ბლოკირებულ X-ზე წვდომა ბრაზილიაში ერთი საათით აღდგა. ეს შესაძლებელი გახდა სოციალური ქსელის განახლების შემდეგ, როდესაც ის Cloudflare-ზე გადაირთო, რომელიც IP-მისამართებს მუდმივად იცვლის. ამის გამო სერვისის ბლოკირება ბევრად უფრო რთული გახდა, რადგანაც იგივე IP-მისამართებს სხვა საიტები და სერვისები იყენებენ, მაგ. ბრაზილიის ბანკები და სამთავრობო საიტები.

Х-ის განცხადებაში ნერია, რომ პლატფორმა ბრაზილიის მთავრობასთან მუშაობას განაგრძობს, რათა სოციალური ქსელი ამ ქვეყანაში მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში სოციალური ქსელი X აკრძალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქსელმა მემარჯვენე რადიკალების დეზინფორმაციის წაშლაზე უარი თქვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში X დღეში 5 მლნ ბრაზილიური რეალით დაჯარიმდება, რაც 920 ათას აშშ დოლარს უდრის.