კრემლში პოლონეთის ინიციატივას ყირიმთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აბსურდული უწოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავც სიკორსკის ინიციატივას ყირიმის გაეროს მანდატის ქვეშ გადაცემის შესახებ.

დიმიტრი პესკოვი

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხის ამგვარი დაყენება საკმაოდ აბსურდულია. რუსეთის ტერიტორია და რუსული რეგიონები ვერ გახდება რაღაც დისკუსიების ან ვინმესთვის გადაცემის საგანი“, – თქვა პესკოვმა.

18 სექტემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გამოთქვა აზრი, რომ ყირიმი გაეროს საზედამხედველოდ გადაეცეს. მისი აზრით, ნახევარკუნძულს სიმბოლური დატვირთვაა აქვს რუსეთისთვის და სტრატეგიული უკრაინისთვის.