„ყირიმი უკრაინაა, წერტილი! – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი “ – უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის, როგორც უკრაინის ტერიტორიის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ გაცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი „სამართლიანი რეფერენდუმის მომზადების მისიით, ყირიმის გაეროს მანდატის ქვეშ გადაცემის“ ინიციატივით გამოვიდა.

„ყირიმი უკრაინაა, წერტილი! – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენები არ არის არც სიკორსკი და არც ის, თუ კონკრეტულად ვინ ცდილობს ყირიმის სტატუსის განხილვას.