ზელენსკიმ ახალი სანქციები დაუწესა ირანს, ჩინეთსა და რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ფიზიკურ და 40-ზე მეტ იურიდიულ პირს რუსეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან სანქციები დაუწესა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოზე მიიღეს.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, სანქციები 10-წლიანი ვადით დაწესდა.

ამასთან, გამოქვეყნდა ზელენსკის მეორე განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდათ რუსული გემების განათების ტექნიკის ქარხანას შპს „მაიაკს“ და ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანას.