აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული – მშობლები, რომლებიც შვილებს მთელ ბრიტანეთში ეძებდნენ, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ

ლინ­და და არ­ნოლდ მარ­სდე­ნე­ბი ბრი­ტა­ნეთ­ში რო­ი­ტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, ბა­ლა­ხით და­ფა­რულ ად­გილ­ზე ყვა­ვი­ლებს ალა­გე­ბენ. ქალი დარ­დი­ა­ნია, სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია. აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვილ­მა, რო­მე­ლიც უკვე 70 წელს გა­დას­ცდა, ახ­ლა­ხან მი­აგ­ნო იმ ად­გილს, სა­დაც მათი პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­ნის­ვე­ნებ, რო­მელ­საც წელს 49 წლის იუ­ბი­ლე ეზე­ი­მა.

აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული - მშობლები, რომლებიც შვილებს მთელ ბრიტანეთში ეძებდნენ, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ

  • ევა 1975 წლის ახალ წლის ღა­მეს, Royal Oldham-ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა მშობ­ლე­ბის მე­ო­რე შვი­ლი იყო, მაგ­რამ და­ბა­დე­ბი­დან ორ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მშობ­ლე­ბის­თვის შვი­ლის ჩა­ხუ­ტე­ბის ან დამ­შვი­დო­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცე­მი­ათ.

ევას მშობ­ლე­ბი ახლა იმ ად­გი­ლას დგა­ნან, სა­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში 300-ზე მეტი ჩვი­ლი მა­სობ­რივ საფ­ლავ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

დღეს, ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ მწუ­ხა­რე­ბა­ში გა­ერ­თი­ან­დნენ და გარ­დაც­ვლილ­თან ძვირ­ფა­სი წუ­თე­ბი გა­ა­ტა­რონ. მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ასე არ იყო. 1950-იანი წლე­ბი­დან 1990-იან წლე­ბამ­დე, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი სწრა­ფად გა­დაჰ­ყავ­დათ და ოჯა­ხებს არ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ სად იყ­ვნენ ისი­ნი დაკ­რძა­ლულ­ნი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, ბავ­შვე­ბი მა­სობ­რივ საფ­ლა­ვებ­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისი­ნი არ იყ­ვნენ მო­ნათ­ლულ­ნი.

რო­ი­ტო­ნის უპატ­რო­ნო სა­საფ­ლაო ად­გი­ლობ­რივ­მა ქალ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და თა­ვის ტყუ­პი ძმე­ბის, ნი­კო­ლა­სი­სა და ლო­რენ­სის, სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბელს, რომ­ლე­ბიც 1962 წელს გარ­და­იც­ვალ­ნენ. ერთი მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი და­ი­ბა­და, მე­ო­რემ კი ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იცო­ცხლა.

ქალი, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ამ­ბობს, რამ­დე­ნად დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნია მშობ­ლებ­ზე იმის არ ცოდ­ნამ, სად იყ­ვნენ დაკ­რძა­ლუ­ლი მათი შვი­ლე­ბი.

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ პო­უ­ლობ­დნენ მათ. არა­ნა­ი­რი ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობ­და. მშობ­ლე­ბი ისე გარ­და­იც­ვალ­ნენ არ იცოდ­ნენ, სად იყ­ვნენ მათი ბი­ჭე­ბი დაკ­რძა­ლუ­ლი. მათ შე­ეძ­ლოთ შვი­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯე­ბის გა­დახ­და, მაგ­რამ ეს არ­ჩე­ვა­ნი არ მის­ცეს”.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბავ­შვე­ბი 303 სხვა უპატ­რო­ნო ადა­მი­ან­თან ერ­თად იყ­ვნენ დაკ­რძა­ლულ­ნი.

უპატ­რო­ნო სა­საფ­ლა­ოს აღ­მო­ჩე­ნა შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ბევ­რი ოჯა­ხის­თვის. ლინ­და და არ­ნოლდს უთხრეს, რომ მათი ბავ­შვი, ევა, რო­ი­ტონ­ში იყო დაკ­რძა­ლუ­ლი.

მას შემ­დეგ, რაც რო­ი­ტონ­ში მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, კი­დევ 159 საფ­ლა­ვი აღ­მოჩ­ნდა სა­საფ­ლა­ოს სხვა ნა­წილ­ში, ხოლო 50 — სხვა­გან. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ამ სა­საფ­ლა­ო­ზე 500-ზე მეტი სხე­უ­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სხვა მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე მი­ლის და­შო­რე­ბით, ჩა­დერ­თო­ნი­სა და გრი­ნაკ­რე­სის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე.

ჯერ კი­დევ 2020 წელს, ბრი­ტა­ნეთ­ში დე­პუ­ტა­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ იმ ოჯა­ხებს, ვინც 40 წელ­ზე მეტი ხნის წინ და­კარ­გეს ბავ­შვე­ბი, უნდა უთხრან, სად არის მათი ნეშ­ტე­ბი დაკ­რძა­ლუ­ლი.

“ჩვენ ამ დე­დებს ბო­დი­ში უნდა მო­ვუ­ხა­დოთ” — თქვა დე­პუ­ტატ­მა კა­რო­ლინ ჰა­რის­მა იმ დროს.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი ეძებ­და მათი და­კარ­გუ­ლი ბავ­შვე­ბის ბოლო გან­სას­ვე­ნე­ბელ ად­გილს. ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბი აღ­მო­ჩე­ნი­ლია დიდ ბრი­ტა­ნე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის დე­ვონ­ში, მიდლსბ­რო­ში და ჰა­დერსფილდში.

55 წლის შემ­დეგ, ენ და პი­ტერ რა­ი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლად ეწ­ვივ­ნენ გრი­ნე­იქ­რე­სის სა­საფ­ლა­ოს, სა­დაც მათი ქა­ლიშ­ვი­ლია დაკ­რძა­ლუ­ლი. ისი­ნი ემო­ცი­უ­რად გა­ნად­გურ­დნენ, მაგ­რამ იქ მალე ისევ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, რათა ყვა­ვი­ლე­ბი მი­ი­ტა­ნონ გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზე.

კი­დევ ერთი მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი ვი­რალ­ში ამ წლის და­სა­წყის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჯინა ჯე­ი­კობ­სის და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვით. მან თა­ვი­სი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის ნეშ­ტი იპო­ვა ლან­დი­კა­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, ბირ­კე­ნ­ჰედ­ში.

ჯე­ი­კობსმა 1969 წელს ნა­ად­რე­ვად და­ბა­დე­ბუ­ლი ბიჭი გა­ა­ჩი­ნა.

“იმ დროს არც კი გაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, რომ ბავ­შვი გე­ნა­ხა, ხელ­ში აგეყ­ვა­ნა, სა­ხე­ლი და­გერ­ქმია. ცდი­ლობ­დნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ე­მარ­ხათ. ჩვე­ნი თა­ო­ბა დი­დად არ აპ­რო­ტეს­ტებ­და ამას, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც თა­ნაგ­რძნო­ბა გა­აჩ­ნია, არ და­უშ­ვებ­და, რომ მშობ­ლებს თა­ვი­სი შვი­ლის საფ­ლა­ვი არ სცოდ­ნო­და.

შვი­ლის საფ­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ჯი­ნამ გა­და­წყვი­ტა, რომ მას რო­ბერ­ტი და­ერ­ქმია. ბოლო წლებ­ში სა­საფ­ლა­ო­ზე ყვე­ლა და­კარ­გუ­ლი ბავ­შვის პა­ტივ­სა­ცე­მად მე­მო­რი­ა­ლი გა­იხ­სნა.

80 წლის ჯინა, რო­მე­ლიც უკვე დიდი ბე­ბი­აა, სხვა დე­დებ­საც ეხ­მა­რე­ბა და­კარ­გუ­ლი ბავ­შვე­ბის ნეშ­ტე­ბის პოვ­ნა­ში და უკვე 60-ზე მეტი ბავ­შვის ნეშ­ტი იპო­ვა.

“მინ­და, რომ მთავ­რო­ბამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს,” — ამ­ბობს ჯინა. „მინ­და, ვინ­მემ თქვას, რომ ბო­დიშს ვიხ­დით, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არ გვა­ნა­ხეს, არ დაგ­ვა­ჭე­რი­ნეს, ჩვენ მათ ვერ და­ვარ­ქვით სა­ხე­ლე­ბი.”

წყა­რო