„ეს ტყუილია“ – ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია 80 000 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო WSJ-ის გამოცემის მონაცემები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში უკვე დაკარგეს 80 000 ჯარისკაცი.

უკრაინის პრეზიდენტი

„უკრაინელი სამხედროების 80 000 დანაკარგი სიცრუეა. რეალური რიცხვი გაცილებით ნაკლებია“ – ხაზგასმით აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს ამერიკულმა გაზეთმა  The Wall Street Journa-მა (WSJ) დაწერა, რომ ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობამ 80 000-ს მიაღწია.