იაპონიაში წყალდიდობის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო – პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იაპონიაში წყალდიდობის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

იაპონიაში წყალდიდობა

მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში მდებარე ქალაქ ვაჯიმაში დაახლოებით 18 000 ადამიანს და სუძუში 12 000-ს დროებით თავშესაფარში გადასვლა მოუწია. იშიკავას ჩრდილოეთით მდებარე ნიიგატასა და იამაგატას პრეფექტურების კიდევ 16 000 მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეფექტურაში 12 მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და დასახლებების ნაწილი დატბორა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ პრეფექტურის ზოგიერთი ნაწილში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. განგაშის უმაღლესი დონეა – რეგიონის ზოგიერთ ნაწილში.