მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეშვიდედ შევხვდები, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„მომავალ კვირას თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის, მეშვიდედ შევხვდები. პრეზიდენტმა ბაიდენმა და მე მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ურყევია“, – წერს ჰარისი.