ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები

ვენესუელის რეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ საჩუქრად ელექტრონული მოწყობილობები, ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქების შემდეგ.

ნიკოლას მადურო აშშ-ის დაზვერვას ადანაშაულებს

„მე ჩვეულებრივ წიგნებს ვჩუქნი…ან ხელნაკეთ ხის ზარდახშებს, რომელშიც ვდებ ვენესუელურ ყავას, ტკბილეულს. ნუ მიიღებთ ნაჩუქარ ელექტრონულ მოწყობილობებს, ფრთხილად იყავით თქვენს ტელეფონთან, ხომ ხედავთ, რა მოხდა ლიბანში“, – განაცხადა მადურომ.