ვრცელდება კადრები, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს – ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც მის­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ღუ­პუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ცხედ­რე­ბი სა­ხუ­რა­ვი­დან გა­და­აგ­დეს – შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. კად­რებ­ში, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ქა­ლაქ ქა­ბა­ტი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ჩანს, რომ გვა­მებს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ბულ­დო­ზე­რი აგ­რო­ვებს.

ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო

შემ­თხვე­ვამ ფარ­თო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა (IDF) პა­რას­კევს გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს იყო “სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი”, რო­მე­ლიც არ “შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და” მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

“ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა [ჩვენს] ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ლო­დი­ნებს. ინ­ცი­დენ­ტი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­პყრონ გარ­დაც­ვლი­ლებს.

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ კად­რებს “ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი” უწო­და. „თუ კად­რე­ბი ავ­თენ­ტუ­რია, ის აშ­კა­რად ასა­ხავს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ამაზ­რზენ საქ­ცი­ელს“, – გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხუთ­შა­ბათს, ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად სულ მცი­რე 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი შადი ზა­კარ­ნეა – “პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში თავ­დას­ხმე­ბის მარ­თვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე”. ნათ­ქვა­მია, რომ ის იყო “ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი” ქა­ბა­თი­ა­ში, მაგ­რამ უც­ნო­ბია, რო­მელ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

ჰა­მა­სის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ღა­ზა­ში 41 000-ზე მეტი პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა.

წყარო: