ანალენა ბერბოკი – ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ანალენა ბერბოკი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა და “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა მისი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ისაუბრა.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ ტერორისტული ომი გაგრძელდება. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება უკრაინის დასასრული”, – აღნიშნა ბაერბოკმა.

ამასთან, ბერბოკის თქმით, “ომი დასრულდება, მაშინ, როდესაც პუტინი გამოიყვანს თავის ჯარებს”.