ჯერჯერობით, შეერთებულ შტატებს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის ნებართვა არ მიუცია. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, იუწყება „ამერიკის ხმა“.
„არა!“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა, რომ უკრაინას რუსეთის სამიზნეებზე დარტყმებისთვის დასავლური რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცეს.
როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა იარაღის გამოყენებაზე უკრაინამ ნებართვა მიიღოს. უკრაინას უკვე აქვს ფრანგულ-ბრიტანული წარმოების Storm Shadow/SCALP-ის საკრუიზო რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია. თუმცა, ვინაიდან ამ რაკეტების გამოყენება შესაძლებელია ზოგიერთი ამერიკული ტექნოლოგიების წყალობით, კიევს სჭირდება არა მხოლოდ ლონდონისა და პარიზის, არამედ ვაშინგტონის თანხმობა.