ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით ირანში 12 ადამიანი დააკავეს – ირანის რევოლუციური გვარდია

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, დააკავეს 12 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედებათ ისრაელთან თანამშრომლობა და ირანის უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებების დაგეგმვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„რადგან სიონისტურმა რეჟიმმა (ისრაელმა) და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა, განსაკუთრებით კი შეერთებულმა შტატებმა, ღაზასა და ლიბანის მოსახლეობის წინააღმდეგ ბოროტ მიზნებში წარმატებას ვერ მიაღწიეს, ისინი ახლა ცდილობენ, ირანში კრიზისი გაავრცელონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებების სერიით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რევოლუციურმა გვარდიამ დაამატა, რომ ისრაელთან დაკავშირებული გუნდის წევრები ირანის ექვს სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, როდის.