პარტიაში ადასტურებენ, რომ გიორგი გახარია დღეს ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა

პარტიაში „გახარია – საქართველოსთვის“ ადასტურებენ, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია დღეს პრეზიდენტს შეხვდა.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, გახარია პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ შეუერთდა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში რამდენიმე საათის წინ იმყოფებოდა.