უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც ის „გამარჯვების გეგმას“ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს წარუდგენს.
„ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში. პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს საჭიროა ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.