დვალიშვილი, რომელმაც “ჩაქუჩა” დააჭერინა, სტალინს ლანძღავს (ვიდეო)

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ჯეიკ შილდსის YouTube არ­ხის სტუ­მა­რი იყო. მან იოსებ სტალინზე ისაუბრა.

„ის ცუდი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩვენ არ გვიყ­ვარს ის. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ რო­დე­საც ბავ­შვი იყო, სხვა­გან წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

მან გა­ა­ნად­გუ­რა სა­ქარ­თვე­ლო, სა­ში­ნე­ლი კაცი იყო. როცა მე ამას ვლა­პა­რა­კობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ არი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი. რომ­ლებ­საც ის მოს­წონთ.

სტა­ლი­ნი ხალ­ხს ხო­ცავ­და, ის დიქ­ტა­ტო­რი იყო და ჩვენ გვძულს ის… გავ­კა­რი მას და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ის მოს­წონთ”, – ამ­ბობს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ილია თო­ფუ­რი­ას შემ­დეგ, მე­ო­რე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­მაც UFC-ში ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა და სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მარს და­ე­უფ­ლა. მან სუ­პერმ­სუ­ბუქ წი­ნა­ში შონ ო მალი და­ა­მარ­ცხა.

შეგახსენებთ, რომ უნიჭიერესი და უძლიერესი ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე (“ჩაქუჩა”), რომელმაც ამერიკული ციხე ხეხა, ბრალს სწორედ დვალიშვილს სდებს, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაში, რის გამოც ხურციძე ამერიკულ ციხეში ჩასვეს.

რას ყვება “ჩაქუჩა”, ნახეთ ვიდეო: