ისრაელმა ბეირუთში წერტილოვანი საჰაერო დარტყმა განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს.

წყაროებმა, რომლებიც ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან, Reuters-ს განუცხადეს, რომ ბეირუთში ისრაელის თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური იყო.

წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ ვინ იყო თავდასხმის სამიზნე და აცხადებენ, რომ მისი ბედი უცნობია.