NBC News: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ტრამპის დაცვა გააძლიერა მასზე თავდასხმის მეორე მცდელობის შემდეგ

აშშ-ის საიდუმლო სამსახური „რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის დაცვისთვის საჭირო ზომებს აძლიერებს მასზე თავდასხმის მეორე მცდელობის შემდეგ. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

„ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, საიდუმლო სამსახური ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად გაძლიერებულ ზომებს იღებს“, – ციტირებს ტელეარხი საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ წარმომადგენელს.

ტელეარხის მტკიცებით, დაცვის გაძლიერებული ზომები, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ორშაბათს, როცა ტრამპი პენსილვანიაში ჩავიდა და თვითმფრინავიდან გამოვიდა, მას თან საიდუმლო სამსახურის აგენტი აცილებდა.

უკანასკნელ თვეებში ტრამპზე თავდასხმის ორი მცდელობა იყო. ივლისში პრეზიდენტობის კანდიდატი 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა შაშხანიდან გასროლით ყურში ის დაჭრა, საიდუმლო სამსახურმა მისი ლიკვიდაცია შეძლო. სექტემბერში ტრამპის გოლფის მოედანზე 58 წლის რაიან უესლი რუთი შეიჭრა. ის შეიარაღებული იყო. სამართალდამცველებმა რუთი დააკავეს.