რუსებმა უკრაინის ომში ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პრორუსულმა არხმა „Sitha’s Corner“-მა გამოაქვეყნა რუსი ჯარისკაცების ფოტოები ჩინური ZFB-05 ჯავშანმანქანით, – ამის შესახებ უკრაინული მედია BILD-ზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, BILD-ის ექსპერტი ჯულიან როპკე ადასტურებს ფოტოების ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში ჩინური სამხედრო ტექნიკის გამოყენების პირველი მტკიცებულებაა.
„რუსულმა არმიამ უკრაინაში პირველად გამოიყენა ჩინური ZFB-05 ტიპის ჯავშანტექნიკა. ჩინეთი უარყოფს, რომ მან მიაწოდა ეს მანქანა. თუმცა, არსებობს მრავალი შუამავალი, რომელიც რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა“, – წერს როპკე.