რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა რუსეთში ხელფასის ზრდის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აუცილებელია, რომ 2030 წლისთვის შრომის მინიმალურმა ანაზღაურებამ 35 ათას რუბლს მიაღწიოს,“ – განაცხადა მიშუსტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
მან აღნიშნა, რომ „მომავალი წლის დასაწყისიდან შრომის მინიმალური ანაზღაურება 16,5%-ზე მეტით გაიზრდება და 22 440 რუბლს შეადგენს.
„ეს ხელს შეუწყობს დაახლოებით 4 მილიონი მუშაკისთვის ხელფასების გაზრდას“, – განაცხადა მიშუსტინმა.