1-ელი დეკემბრიდან, აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს

აშშ კატარის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აამოქმედებს. შესაბამის ცნობას Reuters ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, 1-ელი დეკემბრიდან, კატარის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შტატებში 90 დღე დაყონ ვიზის გარეშე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, კატარის მიერ, უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას.