ლიბანში ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ბოლო 1 დღის განმავლობაში 72 ადამიანი დაიღუპა და 392 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
ლიბანის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 500 000-ზე მეტი ადამიანი, შესაძლოა, იძულებით გადაადგილებული პირი იყოს.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ „სიახლეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.“