NBC News: პენტაგონი უკრაინას თეთრი ფოსფორის ბომბების მიწოდებას სთავაზობდა – თეთრმა სახლმა უარი განაცხადა, თუ …?!

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის თეთრი ფოსფორის შემცველი ბომბების მიწოდებას რამდენჯერმე სთავაზობდა, თუმცა თეთრმა სახლმა ეს იდეა უარყო. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, უკრაინელებს თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალა ბრძოლის ველზე ჯარის შენიღბვისთვის უნდა გამოეყენებინათ.

საბოლოო ჯამში, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამის შესახებ საჯაროდ არ გაცხადდება და ფოსფორის ბომბებს სამხედრო დახმარების პაკეტით გათვალისწინებული იარაღის ჩამონათვალში არ შეიტანენ.

ამასთან ერთად, როგორც NBC News-ს რამდენიმე წყარომ უამბო, თეთრმა ფოსფორმა შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობა დააზიანოს. ეს გარემოება აღმოჩნდა მთავარი, რის გამოც ბაიდენს მრჩევლებმა უკრაინისთვის ასეთი ტიპის იარაღის გადაცემისგან თავის შეკავება სთხოვეს.