ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრა გამართა.

ზელენსკი ბაიდენი

ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს 26 სექტემბერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.