დონალდ ტრამპის განცხადებით, ზელენსკის დღეს შეხვდება

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის ზელენსკის დღეს, ნიუ-იორკში Trump Tower-ში შეხვდება.

“სირცხვილია, რაც უკრაინაში ხდება: ამდენი სიკვდილი, ამდენი ნგრევა. ეს საშინელებაა. ერთ-ერთი, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის ფაქტი, რომ ევროპა იხდის იმ ფულის მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები იხდის და ჩვენსა და რუსეთს შორის არის ოკეანე, მათ შორის კი – არა “, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.