ვინ არის კაცი, რომელივ “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო სიაში ისე შეიყვანა, არც კი გააგებინა – „ვინც ჩაწერა ჩემი სახელი არის… @@@ საჯაროდ ვერ ვწერ”

პო­ლი­ტი­კო­სი აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ე­ვი “ერ­თი­ა­ნო­ბა – ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” მი­მარ­თავს, სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ი­დან მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ამო­ი­ღონ. რო­გორც იმამ­ყუ­ლი­ე­ვი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ სი­ა­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ისე ჩა­წე­რა, რომ მის­გან თან­ხმო­ბა არ მი­უ­ღია.

აქედან მივმართავ პარტია ერთიანობა „ნაციონალური მოძრაობას” თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან. ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში. ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენ საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!”, – წერს იმამყულიევი.