აშშ-მა არ იცოდა და მონაწილეობა არ მიუღია ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-მა არ იცოდა და მონაწილეობა არ მიუღია ისრაელის თავდაცვითი ძალების მოქმედებაში. ჩვენ ვაგროვებთ მეტ ინფორმაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.